იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებოდათ. დღეს კი საბჭოს წევრების უმეტესობის მხარდაჭრა დაიმსახურეს.
მოსამართლეებად უვადოდ გამწესების კანდიდატები იყვნენ: გოგუაძე ელენე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია; გულუაშვილი მერი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; კაკაბაძე ხათუნა – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; კოპალიანი ირაკლი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; მეშველიანი თამარ – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ფარქოსაძე დიანა – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; ქოქიაშვილი მაია – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.