იუსტიციის უმაღლეს საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია.
მან საბჭოს 9 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა.
ცნობისთვის, ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო.
დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე სულ 42 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ 20-მა კანდიდატმა შესძლო. დღევანდელ გასაუბრებაზე კი 9 გამოცხადდა.