საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ოლიგარქის რეჟიმმა ცნობილი სუსის აგენტის ყალბი ბრალდებით დავით კირკიტაძის შემდეგ ზვიად კუპრავას დაპატიმრება მოინდომა.
„დავით კირკიტაძის მერე ახლა უკვე ზვიად კუპრავას დაპატიმრება მოინდომა ოლიგარქის რეჟიმმა, ცნობილი სუსის აგენტის ყალბი ბრალდებით. ივანიშვილი თავის ჭკუით ანეიტრალებს სათითაოდ ყველას, ვისაც პროტესტის ორგანიზება შეუძლა. ესე იგი, მას ეშინია ხალხის და საბოლოო ჯამში, ხალხს ვერ გაანეიტრალებს…საქართველო აუცილებად იტყვის თავის მთავარ სიტყვას. მერე რა,რომ ყვარყვარეს ციხეში ხალხი კიდევ ეტევა და კარებებიც ეკეტება…
და ჩემს გენეტიკურ ტესტზე რომ ვენები გადაიხსნეს,იმ ხალხს არ სურს ამ ტიპის უსამართლობაზე ხმა ამოიღოს?“,_წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ზვიად კუპრავა პოლიციაში დღეს იყო დაბარებული, თუმცა, როგორც მან განაცხადა უწყებაში მისვლას არ აპირებს და ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, დააკაონ.
ის პოლიციამ გამოსაკითხად ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს. უფლებადამცველი მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.