ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამინისტრო ავრცელებს.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ვალერი კვარაცხელია კერძო ბიზნესს უბრუნდება. გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ მან რამდენიმე თვის წინ მიიღო. შრომის, ჯანმრთელობისა სოციალური დაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების შემდეგ, მან 5 მაისს პოსტი დატოვა“,- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვალერი კვარაცხელიას 2014 წლიდან ეკავა.