ჯანმო-ს განცხადებით, ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში 6-დან 9 წლამდე ასაკის 3 ბავშვიდან 1-ს აქვს ჭარბი წონა. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში სიმსუქნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია, მაგრამ იქ ვითარება იწყებს გამოსწორებას.
სიმსუქნის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, კერძოდ კი საბერძნეთში, კვიპროსზე, ესპანეთსა და იტალიაში დაფიქსირდა. აღნიშნულ ქვეყნებში ჭარბი წონა ბავშვების 40%-ს, სიმსუქნე კი ბიჭების 19-24%-ს და გოგოების 14-19%-ს აწუხებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალურმა დირექტორმა ევროპაში, კლუგემ განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, როგორიცაა ხანგრძლივი კარანტინი პოტენციურად ხელს უწყობს ბავშვთა სიმსუქნეს.
„ჭარბი წონა ან სიმსუქნე პირდაპირ კავშირშია სიცოცხლისთვის საშიშ არაგადამდებ დაავადებებთან, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი და კიბო. ის, რაც უნდა გავაკეთოთ მომავალი თაობების მომავლის გასანათებლად, არის მეცნიერებისა და მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა სიმსუქნის შემცირებას, ხოლო ჯანსაღ კვებასა და ფიზიკურ დატვირთვას ხელს შეუწყობს“,_ დასძინა დოქტორმა კლუგემ.
კვლევის მიხედვით, სკოლების დახურვამ და ჩაკეტვამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვებისთვის კვებასა და ფიზიკური დატვირთვის დროის უთანასწოროდ გადანაწილებაზე.
ჯანმო აღნიშნავს, რომ ბავშვებში სიმსუქნის პროფილაქტიკის სტრატეგიები პანდემიის დროს პრიორიტეტად უნდა დარჩეს.