ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსი ცხოველებში წარმოიშვა და მანიპულირებასა და ლაბორატორიაში წარმოებასთან კავშირი არ აქვს.
გასულ კვირას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლეა ცდილობდა დაედგინა, ვირუსი ლაბორატორიიდან წარმოიშვა უხანში თუ არა.
„ყველა არსებული მტკიცებულებით ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და არ არის მანიპულაცია ან ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან შექმნილი“,_ განაცხადა ჯანმოს პრესსიკერმა ფადელა ჩაიბმა.
ჩაიბმა აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია როგორ გადალახა ვირუსმა ცხოველიდან ადამიანზე გავრცელების ბარიერი.
„მას ალბათ აქვს ეკოლოგიური რეზერვუარი ღამურებში, მაგრამ ის თუ როგორ გავრცელდა ვირუსი ადამიაებში ჯერ კიდევ უნდა აღმოვაჩინოთ“.
მან არ უპასუხა კითხვას, იყო შესაძლებელი თუ არა, რომ ვირუსი ლაბორატორიადან უნებლიედ გაქცეულიყო.
როგორც ცნობილია, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტმა უარყო ინფორმაცია, რომ ვირუსი სინთეზირებულია ან მას გაქცევის საშუალება მიეცა.