კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონების გარდა ყველგან შემცირდა- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
ჯანმომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიის შეფასებისას განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები 4%-ით შემცირდა.
,,გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ის 1.7 მილიონი ახალი შემთხვევა დადასტურდა, 39 000 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევები 4%-ით შემცირდა, გარდაცვალების კი 12 %-ით“, _ აცხადებს ჯანმო.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დადასტურდა.
,,კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონების გარდა ყველგან შემცირდა.
ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დადასტურებულია, სადაც გასულ კვირას, ახალი შემთხვევების დაახლოებით ნახევარი და დაღუპულთა რაოდენობის 62% დაფიქსირდა.
დაინფიცირების მაჩვენებლებლით მეორე ადგილზეა სამხრეთ-დასავლეთ აზიის რეგიონი, სადაც, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა და მთელს მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების 28% და დაღუპულთა რაოდენობის 15% გამოვლინდა.
ინფიცირების შემთხვევებმა 4%-ით მოიმატა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთშიც, თუმცა, ბოლო 6 კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები რეგიონში მნიშვნელოვანად შემცირდა.
რაც შეეხება ევროპას, შემთხვევების რაოდენობა ბოლო 3 კვირის განმავლობაში უმნიშვნელო 1%-იანი შემცირება დაფიქსირდა“, – აცხადებენ ჯანმოში.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 23 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 811 895 ადამიანი კი გარდაიცვალა.