ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ომი გვაქვს ვირუსთან, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს გაწყვეტილებებს. თქვენ უნდა გაერთიანდეთ, რათა ჩვენი დროის ყველაზე მწვავე ჯანდაცვის კრიზისს დაუპირისპირდეთ. ჩვენ ომში ვართ ვირუსთან, რომელიც დაშორებით გვემუქრება, თუ ამის საშუალებას მივცემთ“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
როგორც ადანომ, G20- ის რიგგარეშე ლიდერთა სამიტზე აღნიშნა COVID -19 – ის პანდემია გლობალური კრიზისია, რომელიც გლობალურ პასუხს მოითხოვს.
მისი თქმით, ის ზომები, რომელსაც მსოფლიო მთავრობები იღებენ, სერიოზულია, თუმცა საკმარისი არ არის.
„მოგიწოდებთ დამატებით მოამზადოთ ახალი სამედიცინო პერსონალი, რათა დროულად გამოავლინოთ შესაძლო ინფიცირების შემთხვევები. ასევე საჭიროა საწარმო სიმძლავრეების გადამისამართება სამედიცინო დაცვის საშუალებების წარმოებაზე. იმუშავეთ ერთობლივად. ვერც ერთი ქვეყანა ვერ შესძლებს ამ კრიზისთან მარტო გამკლავებას“, – აღნიშნა ადანომ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.