რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა, მაკენზი სკოტმა, 3.9 მილიარდი დოლარი არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაურიცხა, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ, ამავდროულად უკრაინელთა დახმარებაზეც ზრუნავენ.
„ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომელთა უფლებების ილახება და საზოგადოებაშიც ნაკლებად არიან წარმოდგენილი“. – განაცხადა მაკენზი სკოტმა.
მაკენზი სკოტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალია, რომელმაც 2019 წელს ბეზოსთან გაშორების შემდეგ „Amazon“-ის წილების მეოთხედი მიიღო.
2019 წელს სკოტმა ხელი მოაწერა დაბანდების ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს მოუწოდოს, რომ საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარონ. ხელისმოწერიდან დღემდე მაკენზი სკოტმა საკუთარი ქონებიდან ქველმოქმედებაში უკვე 12,5 მილიარდი დოლარი გაიღო.