აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საქინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს. ბაიდენმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაში საშიში არაფერია.
,,ამას იმის საჩვენებლად ვაკეთებ, რომ ხალხი მზად იყოს, როდესაც ვაქცინის მიღება შესაძლებელი იქნება, საშიში არაფერია. მეორე ინექციას ველოდები,“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე Christiancare-ის საავადმყოფოში გაიკეთა.
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 14 დეკემბერს დაიწყო.