ჩემოდანი – იგივე ჯობადანი, სპარსულიდან, ნიშნავდა „სწორკუთხა ყუთს“, რომელსაც ტრანსპორტირებისას ნივთების შესანახად იყენებდნენ.
საერთოდ, თუ გაჭირდა, ნივთების გადატანა მუყაოს ყუთით ან კალათითაც შეიძლება, მაგრამ, ჩემოდანი კომფორტულია, თანაც, ნელ–ნელა მან სტილიც დაამკვიდრა.
ჩვენთვის ნაცნობი სახე და იერი ჩემოდანმა მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში მიიღო ფრანგი ოსტატის – ლუი ვიტონის წყალობით.
სწორედ ვიტონმა მოახდინა რევოლუცია ჩემოდნების წარმოებაში: შექმნა სრულიად ახალი სტილი და გამოიგონა რბილი მასალები. მანამდე ჩემოდნებს ხისგან და ლითონის ფირფიტებისგან ამზადებდნენ. საშინლად მძიმე იყო და მოუხერხებელი.
ვიტონის პირველი ჩემოდანი ძალიან მსუბუქი გამოდგა. და მას შემდეგ მოგზაურობაც უფრო სასიამოვნო გახდა. თუმცა სპარსელებმა აშკარად ვერ შეაფასეს ჯობადანის „მამა“ – ვიტონი. მუსლიმურმა სახელმწიფომ ვიტონის ჩემოდანი მკრეხელობად მიიჩნია და დიდი ხნით აკრძალა.
ავტორი