დედაქალაქის მერია თბილისში დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, დამატებით შემოყვანილი ავტობუსები თბილისის იმ უბნებში გადანაწილდება სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დრო დიდია, რის გამოც მგზავრებს დისკომფორტი ექმნებათ.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლდათ ახალი ავტობუსების შემოყვანა და არსებულის ჩანაცვლება. თუმცა, იმ უბნებში სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დრო დიდია, რის გამოც, მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩანაცვლების გარდა, შემოვიყვანოთ დამატებითი ავტობუსები,“_ განაცხადა კალაძემ.