4 ოქტომბრის აქციის მონაწილეების დაკავება გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, ერთ დღეს 16 ადამიანი იქნა სუს-მა 14 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები, კახაბერ კვაჭანტირაძე და სოფელ გომში მცხოვრები სიმონ მახარაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დროს კახა კვაჭანტირაძე ბრალს არ აღიარებს – ამის შესახებ ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს ინფორმაციას.
„არ მეგონა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავზე ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოდან შევიდოდით ტოტალიტარულ რეჟიმში. არანაირად არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალს და ერთი რამ მინდა ვთქვა – თუკი საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს სიყვარული და ერთგულება, ამასთანავე რუსულ რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი ე.წ. ქართული ხელისუფლების კრიტიკა და მშვიდობიანი, ხაზს ვუსვამ, მშვიდობიანი პროტესტი არის დანაშაული, მაშინ ჩათვალეთ, რომ დამნაშავე ვარ“, – აღნიშნა სასამართლო პროცესზე კახა კვაჭანტირაძემ..
კახაბერ კვაჭანტირაძეს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობას ედავება.



































































