საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით, პოზიტიური ცვლილებების შეტანის ნაცვლად, საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას ჩრდილს აყენებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დაგეგმილ შეხვედრას უმრავლესობის ლიდერები არ დაესწრებიან. მიზეზად ისინი სესიას ასახელებენ.
მათი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე მხოლოდ პარლამენტში უნდა იმსჯელონ და სხვა ყველა ფორმატი კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა იქნება.
“ევროპული საქართველო” უმრავლესობას პრეზიდენტისთვის ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს. ირაკლი აბესაძე გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას მიესალმება.
წყარო: imedinews.ge