“აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას” _ ეს განცხადება “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, დღეს, პოლიტსაბჭომ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა შემოიღო, რომელსაც გიორგი ვოლსკი ჩაიბარებს:
“აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას.
ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში.
პოლიტიკური მდივნის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში, _ ანაცხადა კახი კალაძემ.