კახი კალაძე “რუსთავი 2-ს მოუწოდებს მაუწყებლობა აღადგინოს და საზოგადოება შეცდომაში არ შიყვანონ:
“ნაციონალური მოძრაობა”რუსთავი2”-ს რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ახალი არავისთვის არ არის.
არც იმის ჯერა ვინმეს,რომ “რუსთავი2”-ის ეთერში დადგმული პროვოკაცია, უბრალოდ ერთი ჟურნალისტის გაუაზრებელი და უცენზურო გამოხტომა იყო და არა კარგად გამიზნული პროვოკაციული ქმედება.
ამ ფონზე,ძალიან უსუსურად გამოიყურება”ნაციონალური მოძრაობის”უსუსური მცდელობა, საზოგადოების სრულიად ჯანსაღი რეაქცია მათ პროვოკაციაზე, ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლად შეფუთოს.
ეს არის სრული უტიფრობა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს,ამ პროვოკაციის რეალურ მიზნებს.
ჩვენი ხელისუფლება განუხრელად იცავს საქართველოს კონსტიტუციას და შესაბამისად ნებისმიერი მოქალაქის, ჟურნალისტის,თუ მედიის გამოხატვის თავისუფლებას,თუ ის კანონის ჩარჩოებს არ სცდება.
ამიტომ,ტყუილად ირჯებით ბატონებო, რამდენიც არ უნდა ეცადოთ,არავინ აპირებს კანონის დარღვევას,ვინმესთან მედიაში დაუკითხავად შეჭრას და იმ მეთოდებით მოქმედებას,რომელშიც კარგად იყავით გაწაფულები ხელისუფლებაში ყოფნისას.
თემის ამ მიმართულებით წაყვანის მცდელობა არის აბსურდი და სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება,რომლის გახორციელებაშიც ბუნებრივია ხელს ნამდვილად არავის შევუწყობთ, ამიტომ უმჯობესია აღადგინოთ მაუწყებლობა და შეეშვათ ამ მიმართულებით სიტუაციის ხელოვნურად დრამატიზების უსუსურ მცდელობებს.
ამით ვერავის მოატყუებთ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის საზღვრებს გარეთ. _ წერს კალაძე სოციალურ ქსელში.