“უახლოეს დღეებში ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა, ვიმსჯელებთ და შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება,” _ ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს მერობის კანდიდატად მის დასახელებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კახა კალაძემ მედიასთან სამომავლო გეგმებზე აღნიშნა, რომ “სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ბევრი დრო გვექნება და ბევრი შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებზე ვისაუბროთ”.
კახი კალაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიის ვადების დარეგულირებაც უნდა მოხდეს.
“სამი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყება ბიუჯეტის ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე ეს არის ამომრჩევლის დიდი შეწუხება. ამიტომ თუ ეს დარეგულირდება საკანონმდებლო დონეზე, კარგი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე შეფასებით, ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების მიხედვით, უნდა მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება.
“ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანია ოპტიმალური ვარიანტია”,– აღნიშნა კალაძემ.
1tv.ge