ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე ნათია ვაშალომიძის სარჩელი, რომელიც ქალაქ ოზურგეთში აპოლონ წულაძის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ბათილად ცნობას და ე.წ. სკვერის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვდა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ნათლად დადასტურდა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედებაში კანონმდებლობის დარღვევის არანაირი ფაქტი არ ყოფილა. ქალაქის მერიის მიერ ინიცირებული ყველა ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტები, როგორც წესი, ქალაქის განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისკენ არის მიმართული.
აღნიშნულ ქუჩაზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ე.წ. სკვერის მცირედი მონაკვეთის გაჭრის შედეგად საგზაო მოძრაობა ცალმხრივი გახდა, რამაც საავარიო სიტუაციები და საავტომობილო საცობები შეამცირა. რაც შეეხება სკვერს, ის ჩვეულებრივ ფუნქციონირებს, მას მხოლოდ მცირედი, ფილაქნით დაფარული ნაწილი მოაკლდა.
(R)