2022 წლის პირველ სექტემბერს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში და 4 მასპინძელი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველო იქნება. თბილისის გარდა, ტურნირის მასპინძლები არიან პრაღა (ჩეხეთი), მილანი (იტალია), ბერლინი და კიოლნი (ორივე გერმანია).
მანამდე კი, 15-24 ივლისს, საქართველოს დედაქალაქი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს. რაც თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც კონტინენტის უმთავრესი საკალათბურთო ღონისძიებისთვის მოსამზადებელ ეტაპად.
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. მასში მთლიანობაში მონაწილეობას 20 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. მათ შორის, ისეთი ძლიერი საკალათბურთო ქვეყნის ნაკრებები როგორიცაა სერბეთი, პოლონეთი, შვედეთი, ლატვია.
გუშინ, გერმანიაში გამართული კენჭისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: ისლანდია, რუმინეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი, ლუქსემბურგი.
B ჯგუფი: შვედეთი, საქართველო, ჩრდ. მაკედონია, კოსოვო, ავსტრია.
C ჯგუფი: პოლონეთი, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, ირლანდია.
D ჯგუფი: სერბეთი, ფინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია.
5 გუნდისგან შემდგარი 4 ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა, რომლებიც საუკეთესო სამეულში მოსახვედრად ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. სწორედ 3 საუკეთესო ნაკრები აღზევდება ევროპის ჩემპიონატის ელტარული, A დივიზიონში.
[sexy_author_bio]