კალიფორნიის ღვინის რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად, 1 500-ზე მეტი სახლი დაიწვა, 15 ადამიანი დაიღუპა, 150-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
როგორც ცნობილია, 91 000-ზე მეტ მოსახლესა და ბიზნეს დაწესებულებას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი სანტა როსა დაზიანდა.