„არ იქნება ისე, რომ სიჩქარეს შეანელებ, კამერას გაუვლი და მერე ისევ ააჩქარებ”, _ ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც მან სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ალავიძემ აღნიშნა, კამერები, კამერიდან კამერამდე საშუალო სიჩქარეს დაითვლიან.
„არ იქნება ისე, რომ სიჩქარეს შეანელებ, კამერას გაუვლი და მერე ისევ ააჩქარებ. ძალიან უნდა გავამკაცროთ ადმინისტრირება და ვინც დასაჯარიმებელია, ის უნდა დავაჯარიმოთ, დაფრინავენ ამ გზაზე, რამდენი პატრულიც არ უდა დააყენო, მაინც პრობლემატურია“, – განაცხადა ალავიძემ.
მისივე ინფორმაციით, ჯამში, დაახლოებით, 1000 კამერაა შეძენილი და ისინი გაკეთდება, როგორც ავტობანებზე, ასევე მუნიციპალურ გზებზეც ყველა მიმართულებით.
„უსაფრთხოება ნომერ პირველი ამოცანაა. ჩვენი ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად დავაყენოთ ეს კამერები და ჩაერთოს ეს ქსელში, შინაგან საქმეთა სამინისტროც ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით,, ავტომაგისტრალებზე, დაახლოებით, 90-მდე კამერის დაყენება იგეგმება.