ბერლინში კანადის საელჩოში ბომბის არსებობის საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას EORONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მაუწყებლის ინფორმაციით, არც პოლიციას და არც საელჩოს წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევაკუაცია საელჩოსთან მდებარე რადიოსადგურიდანაც განხორციელდა, თუმცა,რადიოს თანამშრომლებმა მოგვიანებით ოფისებში დაბრუნება შეძლეს.