საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატის შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ, კანონით დადგენილ ვადაში, დაასრულა მეურვეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურები, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 22 ივნისს, გასაუბრების შემდეგ შერჩეულ იქნა სამი კანდიდატი: გიგინეიშვილი აკაკი, იაკობაშვილი გიორგი, ფირალიშვილი ლელა.
კომისიამ, დადგენილი წესით, წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტს აღნიშნული კანდიდატურები და შესაბამისი სხდომების ოქმები.