,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ შსს მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ შს სამინისტრომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს იმედები გაუცრუა, რადგან ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სამართალდამცავმა უწყებამ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით საზოგადოებას დაანახა, რომ ხალხი პოლიციურ სახელმწიფოში არ ცხოვრობს.
,,ბოლო დღეების პროცესებმა, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი ასპექტი გამოავლინა და საზოგადოებაში ნაპრალები გამოამზეურა, რომელსაც სჭირდება მოქმედების მყარი გეგმა. ერთს ვიტყვი, რომ საზოგადოების გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც აქაც მოინახება, გაუცრუეთ იმედები, გააწბილეთ, გული გაუტეხეთ, იმიტომ, რომ სათქმელი იმისა, რომ პოლიციურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ფაქტობრივად, მოუსპეთ, რადგან პოლიციურ სახელმწიფოში მინისტრი არ მიდის პროტესტანტებთან აქციაზე, ბოდიშზე რომ არაფერი ვთქვათ“,_მიმართა ქანთარიამ შს მინისტრს.