კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით _ ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების ხელფასების ზრდას ეხება.
ჩუგოშვილის განმარტებით, პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე.
“რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა სრულიად მცდარი ინფორმაცია პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა რომ პარლამენტიდან მათ სწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.
პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება არ გაზრდილა 2012 წლის მერე და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც გაიზრდება ამ მოწვევის პარლამენტში.
კარგი იქნება ინფორმაციის გადამოწმების ელემენტარულ წესს თუ დავიცავთ და უსაფუძვლო მღელვარებას არ შევქმნით”, _ წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.