კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვ დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ ქედაში მოხდა.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, გამოკითხვაზე უკვე დაიბარეს კომპანიის წარმომადგენლები.