თბილისში მდებარე კარფურის ერთ-ერთ ფილიალში თევზების რეზერვუარი გასკდა და ცოცხალმა თევზებმა მარკეტის იატაკზე დაიწყეს ცურვა _ ამის ამსახველ ვიდეოს “ფეისბუქის” მომხმარებელი, მეგი პირველი ავრცელებს.
“გვერდით ჩავუარე და ორ წუთში მინა გასკდა”, – წერს ის.
“გურია ნიუსი” კარფურის ვაკის ფილიალს დაუკავშირდა, თუმცა როგორც იქ გაგვიცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
“გურია ნიუსი” მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას ცდილობს.