პარტია “ქართულ ოცნებას” რეგიონებში ჩასატარებელი ყრილობებისთვის ფართის ქირაობის თანხას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) უხდის.
როგორც ჩოხატაურის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ კეკელიძეს და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისიის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ირკვევა, დღეს ჩოხატაურში გასამართი ყრილობისთვის IRI 200 ლარს იხდის
როგორც “ოცნების” ცენტრალურ ოფისში გვითხრეს, IRI სხვა რეგიონებშიც იხდის დარბაზების ქირას.