უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მჟავანაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართული ტელეარხები, გარდა “რუსთავი 2” -სა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მიმდინარე ამების გაშუქებით ინტერესდებიან.
”რუსთავი 2” გასაგებია, მაგრამ დანარჩენი ქართული არხები რატომ დასდევენ ამ ქინძს ვერ გამიგია. ბრიფინგს ატარებს და შვიდი ქართული ტელევიზიის მიკროფონი ჩანს და მხოლოდ ორი უკრაინული. ეჰ, როგორ ენატრება და უნდა ბევრ სულითა და ხორცით ნაცჟურნალისტს ეს გიჟი თბილისშიც იხილოს, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შიშით ვერ იძახის. კიევში კრეშატიკზე მაინც დალიეთ სააკაშვილისთვის გაუმხელელი სიყვარულის სადღეგრძელო”, _ დაწერა უფლებადაცველმა ფეისბუქგვერდზე.