„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ოზურგეთში, ბეგლარ სიორიძე და პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით დარჩია, ოზურგეთელ სპორტსმენებს შეხვდნენ. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
როგორც სპორტსმენებმა აღნიშნეს, ბოლო წლების განმავლობაში ქალაქის მერიამ სპორტის მიმართულებით ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა, განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი, რის გამოც ისინი მზად არიან, არჩევნებში ბეგი სიორიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ.
‘’ამ წლების განმავლობაში ყველა ღონისძიების, ყველა შეჯიბრის, მარცხისა თუ გამარჯვების დროს ქალაქის მერია და ბეგი სიორიძე ჩვენს გვერდით იდგა. ჩვენი მოთხოვნები და საჭიროებები ყოველთვის გათვალისწინებული იყო. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ყველანი ბეგი სიორიძის გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელებმა გურამ მაჭარაშვილმა.
მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის, როგორც მერისთვის, სპორტის განვითარება ყოველთვის იყო პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მერიამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
“ქალაქ ოზურგეთის მერად ჩემი არჩევის შემდეგ, ოზურგეთის განვითარების პარალელურად, ერთი წუთითაც არ მომიდუნებია ყურადღება და სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი სასიკეთო პროექტი განვახორციელე. შედეგი ნათელია და ამას თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს. ოზურგეთს ყოველთვის ჰყავდა ძველი და ახალი თაობის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით მსოფლიოს მასშტაბით ასპარეზობენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად დგომით ხელს შევუწყობთ ოზურგეთის აღმშენებლობას”, _ აღნიშნა სიორიძემ. (R)