ქართული ცეკვის ანსამბლი ტრაპზონში ავარიაში მოყვა. ტრაპზონის საკონსულოს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, საბურავის გახეთქვამ გამოიწვია, რის შემდეგაც ავტობუსი გადაბრუნდა. ამ ინფორმაციას საკონსულო ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია 23 ადამიანი. მათი უმეტესობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სხვადასხვა საავადმყოფოებში მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს, 2 მგზავრი შედარებით მძიმედაა დაშავებული, თუმცა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.
შემთხვევა ტრაპზონიდან 130 კილომეტრში მოხდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.