სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხეილ აბაშიშვილი დაესწრნენ.
ზვიად მიხანაშვილმა ანსამბლის წევრებს დაწესებულებაში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მინდა, ყველა აქ მყოფ ადამიანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მთელს საქართველოს, რაც შეიძლება, ნაკლები პატიმრის ყოლა ვუსურვო“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა.
ღონისძიების დასასრულს ანსამბლის წევრებს მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადაეცათ.
,,ქართული ხმების“ წევრებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ღონიძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადეს. მსჯავრდებულებს კი საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს. (R)