„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მმართველ გუნდს საკმარისი რაოდენობა აღარ ჰყავს.
რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დატოვა.
მანამდე კი საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვეს. გუშინ პარლამენტმა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას გულისხმობდა, მხარი არ დაუჭირა.