საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ასეული ავღანეთში გააცილეს. ქართული ასეული, კაპიტანი შალვა მეგრელიშვილის მეთაურობით, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 6 თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი ჯარისკაცების გაცილების ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved