„ჩვენ კატეგორიულად გვინდა რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება“_აღნიშნული განცხადება RT-ს ცნობით, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტმიოლერმა გააკეთა.
„კატეგორიულად გვინდა, რომ თავიდან იქნეს აცილებული სიტუაცია, სადაც რუსეთთან კონფრონტაცია გარდაუვალია. მაგრამ, ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ რუსეთის უკანონო ქმედებები: ყირიმის ანექსია, დესტაბილიზაცია დონბასში, არჩევნებში ჩარევა ან უკანასკნელი მოვლენები დიდ ბრიტანეთში“,_ამბობს ის.
როგორც ცნობილია, ნატომ ბოლო წლებში ბალტიისპირეთში, შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალა გაზარდა. იმ მოტივით, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს.
გოტმიოლერის თქმით, ალიანსის რეაქცია დამახასიათებელი, პროპორციული და თავდაცვითია.
მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ის აცხადებს, რომ ნატოს ეჭვის მიზეზი არ აქვს, რომ დიდ ბრიტანეთში ორმაგ აგენტზე მომხდარი თავდასხმის უკან რუსეთი დგას. მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური თავდასხმის ანალიზის შედეგები დაუზუსტებელია, დიდ ბრიტანეთს წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვი სამართლიანად დაადანაშაულოს.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე დასძენს, რომ ნატომ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოს.
სირიაში რუსეთისა და ნატოს ძალების დაპირისპირების მზარდი რისკის ფონზე, გოტმიოლერი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მთავარი შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ევროპის უზენაესი მოკავშირე მეთაური კურტის სკაპაროტი ხელს შეუწყობენ გამჭვირვალობას, პროგნოზირებას და ინციდენტის თავიდან აცილებას.