არანაირი არგუმენტი აღარ აქვთ, რომ თავისი სიბეცე, ბოროტება, ქვეყნის მტრობა გაიტანონ და რაც დარჩათ და მოფხიკეს თავის ბნელ სულებში, იმას აქვეყნებენ“, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ქრონიკის“ ეთერში, რითაც ფარული ჩანაწერების თემას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე დიდი სიმბოლო რესპუბლიკის მოედანზე მდგომი ველოსიპედია, რომელიც არსად მიდის და ზუსტად ასე დგანან ისინიც.
„ცდილობენ, რომ ეს ქვეყანაც ადგილზე იყოს, მათი სიმბოლო ეს არის. ისინი არიან კრიმინალები, რისი მოწმეც ვიყავი და ამიტომ მოხდა ჩვენს შორის დაპირისპირება“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავას თქმით, 2012 წელს ფარული ჩანაწერების განადგურება ჰუმანური აქტი უფრო იყო, რადგან ამის სრულიად განადგურება შეუძლებელი იყო.
„ვერაფერს ვერ იზამ. წარმოიდგინეთ, ვანო მერაბიშვილი ისე წავიდა თავისი კაბინეტიდან რომ ეს ფირები დარჩა და დაავიწყდა?! არა, მან დატოვა და ყველას უთხრა, ხედავთ, რა დევს აქ, ეს ყველაფერი მე მაქვს, მიშას აქვს სადღაც“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
წყარო: იმედინიუსი