ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თემის, ნიგვზიანის შემადგენელი ნაწილია ხაჯალიას დასახლება.
აქ, ავტობანის მშენებლობისას, რვა ოჯახი, როგორც თავად გვეუბნებიან, განსაკუთრებით დაზარალდა. მათი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა საკითხი და ისინი დაზარალებულად აღიარეს , თუმცა, დღემდე დახმარებას ელიან.
_ დაპირებით გვაცხოვრებენ. ადვოკატი რომ ავიყვანოთ, ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. რაც ახალგაზრდობაში ვალით, ბანკით, გაჭირვებით ვიწვალეთ და სახლი ავაშენეთ, დაბზარულია.
ადამიანი საუკუნეში ერთხელ დგამს სახლს და ეს ნაწვალები თავზე გვენგრევა.
ამდენ ხანს დაპირებით ცხოვრება შეიძლება? მით უფრო, იმხელა მძიმე ტვირთმზიდები დადიან, უარესი ემართება ამ სახლებს, ამიტომ პროტესტის გარდა, არანაირი გზა არ დაგვრჩა, _ამბობს „გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი დაზარალებული ცირა გოგიბერიძე-სანიკიძე.
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დღის განმავლობაში მოგაწვდით.
ავტორი