ukrinform-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში დაახლოებით 70-75 ათასი მოსახლეა. საოკუპაციო ჯარები კი ხალხს ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ.
“ჩემი ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით 70-75 ათასი ადამიანი რჩება. ოკუპანტები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხი ქალაქს არ გასცდეს. გზა ზაპოროჟიედან მელიტოპოლამდე 1 საათია, ომის დროს 4 საათი, ახლა კი 2 დღე სჭირდება. ოკუპანტები შეგნებულად აკავებენ ყველას, რომ ხალხი არ გაათავისუფლონ და ქალაქი დაიკავონ“, – განაცხადა მან.
რუსი ჯარისკაცები ასევე ბლოკავენ არაოფიციალურ მწვანე დერეფნებს.
„ყველას მხოლოდ ყირიმში აგზავნიან. ამბობენ, რომ იქ უპრობლემოდ მოხვდებით, მაგრამ ჩვენს ხალხს არ სურს ყირიმში წასვლა“, – დასძინა მერმა.