თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია. მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი იუწყება, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მიემართება შემთხვევის ადგილისკენ.
„ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, 5 კმ ფეხით გვაქვს მთაზე სავალი“, – განუცხადა პირველ არხს კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკა ყლარტიაულმა.
ხანძრის მასშტაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
1tv.ge