თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია.
ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე კილომეტრში მიტოვებულ შენობებს უკიდია.
როგორც კახეთის ხმა იუწყება, თავდაპირველად ცეცხლი ბალახს გაუჩნდა და შენობებზე გადავიდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა, ქრობის სამუშაოებს ქარი ხელს უშლის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს ცეცხლის დასახებულ პუნქტზე გადასვლის საშიშროება. ამიტომ სამსახური დამატებითი ეკიპაჟების მობილიზებას ახდენს.