ხულოს სოფელ პაქსაძეებში მეჩეთის დამხმარე ნაგებობა დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა.
„შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე–მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძარი არ გავრცელდა მეჩეთზე“, _ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.