ქორეოგრაფიულ სტუდიაში გუშინ ხანძარი გაჩნდა. ამ დროს შენობაში მყოფთა დიდი ნაწილი არასრულწლოვანი, 15 წლამდე გოგონები იყვნენ. შემთხვევა აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში მოხდა.
გავრცელდა ვიდეო, როგორც ცდილობენ ისინი შენობიდან თავის დაღწევას.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.