ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძარი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
ხანძრის შედეგად დამწვარია სახლის მანსარდი და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
უწყების ინფორმაციითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული ყველა შესაბამისი სამსახური.