სომხეთში ძლიერი ცეცხლის გამო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სახურავი ნაწილობრივ დაიწვა.
ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. 70 წლის მამაკაცი მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ხანძარი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მალევე ეროვნული ასამბლეის შენობის სახურავზე გავრცელდა.
ხანძარს 15-მდე სახანძრო ეკიპაჟი აქრობდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.