ცოტა ხნის წინ ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში _ ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის არიან დედა და 4 მცირეწლოვანი შვილი.
სულ დაღუპულია სულ 6 ადამიანი, დედა _ ნარგიზ გველესიანი, 1990 წელს დაბადებული და 4 მცირეწლოვანი ბავშვი: გენადი-2011წელს დაბადებული, ტარიელი-2013წელს დაბადებული, თიკო 2015 წელს დაბადებული და როსტომი 2018 წელს დაბადებული. ხანძარმა იმსხვერპლა ამ პერიოდში მათთან მცხოვრები მაგული კბილაშვილი,1943 წელს დაბადებული.
ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო და სხვის სახლში ცხოვრობდა, რომელიც მეპატრონემ დაუთმო. სავარაუდოდ, ხანძარი შეშის ღუმელისგან გაჩნდა, რომელიც ხის სახლს უცებ მოედო.
პოლიციაში შეტყობინება ხანძრის შესახებ შევიდა 21 საათსა და 40 წუთზე. ადგილზე 3 სახანძრო მანქანა მუშაობდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინეს ცხედრები, რომელიც ქუთაისის პრიზექტურაშია გადასვენებული.
შემთხვევის ადგილზე აქამდე რჩებიან იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, პოლიცისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.