ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში შუახნის კაცი სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების მუხლით დააკავეს. ბრალდებული სკოლის მასწავლებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.