ხარების დღესასწაულზე ყველას გქონდეთ პირბადეები, ისე არ მოხვიდეთ, _ პირბადეებით ტაძარში მისვლის კურთხევა მრევლს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა საკვირაო წირვაზე მისცა.
“ხარების დღესასწაულზე ყველას გქონდეთ პირბადეები, ისე არ მოხვიდეთ, რადგან ქრისტიანობა მორჩილი სრწმუნოებაა და სახელმწიფო გვავალებს, რომ გამოვიყენოთ პირბადეები. თუმცა ზიარების, ხატსა და ჯვარზე მთხვევის არ უნდა გვეშინოდეს.
მოვიდეთ პირბადეებით, შესაძლებელია, როცა დაგვინახავენ, რომ პირბადეების გარეშე მოვდივართ, შეიძლება ლიტურგია აღდგომამდე არ ჩაგვატარებინონ, რადგან არ შევასრულეთ სახელმწიფო რეგულაციები.
და თუ ვინმე შეუძლოთ გრძნობს თავს, დარჩით სახლში და ჩვენ მოვალთ და გაზიარებთ, _ თქვა მიტროპოლიტმა იოსებმა.