https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ხაზზეა მასწავლებელი?!“

19:11; 27.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თორნიკე, შემოდი სახლში, ხაზზეა მასწავლებელი!“ _მსგავსი ფრაზები პირველად ამ წლის დასაწყისში გავიგონეთ, როცა მსოფლიო პანდემიის გამო, განათლების სისტემა უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა – სასწავლო ოთახებიდან, სწავლის პროცესმა სახლებში და ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლა. თორნიკეს ბებიამ ინტერნეტის ჩართვა წვალებით მოახერხა და შვილიშვილს უხმო; თორნიკემაც თამაში შეწყვიტა და ონლაინ გაკვეთილზე “შევიდა“.

დისტანციური სწავლების დაჩქარებულად დანერგვა; პედაგოგების მხრიდან, ხშირად საჭირო უნარების არცოდნა; ინტერნეტით დაუფარავი სოფლები და დასახლებები; ინტერნეტ რესურსის და ტექნიკური მოწყობილობების სიძვირე… _ აი, ამ გამოწვევების წინაშე დადგა მოსწავლე და მისი მშობელი ონლაინ სწავლებაზე გადასვლისას.

ჩვენს რესპონდენტებთან ერთად, ვიწყებთ მსჯელობას, თუ როგორ გაუმკლავდა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს სახელმწიფო და დღეს ვისაუბრებთ გურიაში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის შესახებ, რაც აუცილებელია დისტანციური სწავლებისას.

 “ხუთი შვილის დედა ვარ; აქედან სამი, ნაგომრის საჯარო სკოლაში სწავლობს, ერთი _ რაგბისტია; ერთიც _ კოლეჯის მოსწავლე ქალაქ ოზურგეთში. დისტანციური სწავლება ბავშვებს სახლში უჭირთ. ძირითადი პრობლემა ინტერნეტის არქონაა.  ამიტომ, პედაგოგებთან ინტენსიური კონტაქტი არ აქვთ“, _ გვიყვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მცხოვრები მერი ცინცაძე.

მერი ცინცაძე–დოლიძე: “ინტერნეტი არ გვაქვს. პედაგოგებისგან ვიღებთ დავალებებს და შემდეგ, როდესაც ბავშვები დავალებებს შეასრულებენ, გადავუღებთ ფოტოს და ვუგზავნით მასწავლებელს, რომ შეამოწმოს…. ნოუთბუქები სკოლაში მიიღეს საჩუქრად და აქვთ, მაგრამ ინტერნეტის ფული არ გვაქვს…. 20-25 ლარი მაინც არის საჭირო, რომ თვიდან თვემდე ულიმიტო ინტერნეტი გვქონდეს.“

მერი ცინცაძე ამბობს, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, მთავრობამ სამი თვის განმავლობაში ჩაურიცხა სკოლის მოსწავლეებს ინტერნეტის თანხა, თუმცა ეს დახმარება აღარ გაგრძელებულა.

“გამოდის, რომ უფრო მეტად მე ვასწავლი ბავშვებს, ასევე, ტელეფონით ეხმიანებიან პედაგოგები; დაწვრილებით მიდის გამოკითხვა… ძირითადად, ჩემი უფროსი შვილი ეხმარება თავის და–ძმებს. “

საუბარში უფროსი შვილი, კოლეჯის “ჰორიზონტი“ მოსწავლე მანანა დოლიძე გვერთვება:

“წელს დავამთავრე ნაგომრის საჯარო სკოლა. მეც მომიწია დისტანციურ რეჟიმში სწავლა, თავიდან გვიჭირდა, მაგრამ შემდეგ 19-ლარიანი პაკეტები შეგვიძინა მთავრობამ. მართალია, ხანდახან ინტერნეტი “ჭედავდა“, მაგრამ  პედგოგებთან კონტაქტი გვქონდა. ახლა ოზურგეთის კოლეჯში “ჰორიზონტი“ ვსწავლობ, იქაც ონლაინ სწავლებაზე გადავედით და ჩვენს ოჯახში ახლა ოთხ ადამიანს გვჭირდება ინტერნეტი… ვიცი, რთულია, მაგრამ რაღაცნაირად ვეცდები ჩავერთო ონლაინ სწავლებაში…. ვიპოვით, რაღაც გამოსავალს…“ _ ამბობს მანანა, რომელიც ჯერ თავის და-ძმას ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში და შემდეგ თვითონ სწავლობს. ამ მრავალშვილიან ოჯახში უფროსებს მუდმივი სამუშაო არ აქვთ. ამის მიუხედავად, მზად არიან, ყველაფერი მიიკლონ და პატარები სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩნენ.

“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელმაც დისტანციური სწავლების შესახებ კვლევა ჩაატარა. გთავაზობთ  ამონარიდს კვლევიდან: “ჩვენთან სოფლებში ინტერნეტი შემოყვანილი არ არის. რელიეფია მთა-გორიანი. განსაკუთრებით სიმწვანე რომ არის და ხეები გაიფოთლა, საერთოდ დაიკარგა ინტერნეტი. ტელეფონის ინტერნეტს ვიყენებდი, თუმცა, ისიც კონკრეტულ ადგილებში იჭერს….“ (პედაგოგი);

“ტელეფონის ინტერნეტს ვიყენებდი, ისე სოფელში ინტერნეტი არ არის. მე კი ვრთავდი, მაგრამ ბავშვებს უჭირდათ; მშობლები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ვერ ჩაურთავდნენ ინტერნეტს, რადგან ჩვენთან მაინც სეზონური სამუშაოებია და შემოსავალიც შესაბამისად სეზონურია. ეს შემოსავლები არ ჰქონდათ და რა უნდა მეთქვა?! იყო შემთხვევები, რომ რამდენჯერმე მე ჩავურიცხე მოსწავლეს ინტერნეტის ფული“ (პედაგოგი);

“ინტერნეტი “იჭედებოდა“, გადაიტვირთა. ყველა ინტერნეტში იყო. ინტერნეტის ხარისხიც შემცირდა და ამ პანდემიის დროს შეძენაც გართულდა…“ (პედაგოგი);

“მქონია შემთხვევა, რომ ინტერნეტის ხარვეზის გამო, ვერ ჩამიტარებია გაკვეთილი; ზოგჯერ _ ვერ შემოდიოდა ბავშვი, ზოგჯერ ხმა არ ისმოდა, ტექნიკური ხარვეზები იყო…“ (პედაგოგი);

 „ინტერნეტის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გვქონდა, წყდებოდა ხმა, ზოგჯერ იყო, რომ მარტო პირის მოძრაობას ვხედავდი მოსწავლის და ამით ვხვდებოდი, რას ამბობდა…“ (დირექტორი);

„გზები რომ ჩაიკეტა, გადაადგილება არ შეიძლებოდა, ყველას ხომ არ აქვს ბარათიდან თანხის ჩარიცხვის საშუალება?! ასეთი პრობლემების წინაშე თავისთავად დავდექით. ჩვენი სოფლიდან რაიონში [ქ.ოზურგეთში] უნდა წავიდეს ადამიანი, რომ ჩარიცხოს თანხა ტელეფონზე. ტრანსპორტიც არ მოძრაობდა, რა უნდა გვექნა?!“ (პედაგოგი).

ხატია ჭანიშვილი “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კომპონენტის მენეჯერი გვესაუბრება, თუ რა მიგნებები გამოიკვეთა კვლევის შედეგად: “მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, საქართველოში მკაცრი ზომები შემოიღეს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიზღუდა სკოლების ფუნქციონირება და, შესაბამისად, განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორ, რა მეთოდებით შეძლებდა ის სასწავლო პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და სამინისტროს ინიციატივით, დაიწყო ქვეყნის მასშტაბით დისტანციური სწავლების დანერგვა. სამინისტრომ სკოლებს შესთავაზა Microsoft-ის 15 პროდუქტი, ასევე საკომუნკაციო პლატფორმა „ფიდსი“, ასევე, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით _ პროექტი „ტელესკოლა“.  აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში არ გამოცხადდა აკადემიური წელი, რაც მიანიშნებას იმაზე, რომ დისტანციური სწავლება აღიარებულია, როგორც სწავლების ეფექტური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.  შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო, დისტანციური სწავლების ერთ–ერთი მთავარი რგოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მოსაზრებების გამოვლენა და შესწავლა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭა ზემოაღნიშნულ თემატიკას და სიტუაციიდან გამომდინარე, დროის მოკლე შუალედში დაიგეგმა ახალი კვლევა, რომლის მიზანიც იყო  პანდემიის პირობებში განათლების სისტემაში დანერგილი და გახორციელებული სიახლეების ეფექტურობის შეფასება საჯარო სკოლების წარმომადგენლების  პერსპექტივიდან.

დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესი სასკოლო საზოგადოებისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა, დამძიმდა პედაგოგთა და დირექტორთა ფსიქო – ემოციური მდგომარეობა. ისინი აღმოჩნდნენ იმგვარი ბარიერების წინაშე, რომელთა გადალახვაც საწყის ეტაპზე მათთვის წარმოუდგენელი იყო და ბევრ კითხვას აჩენდა. გამოიკვეთა, რომ სკოლის დირექტორებს დეტალური ინსტრუქციები  სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით არ მიუღიათ, რაც მათ მისცემდა საშუალებას, შეერჩიათ იმგვარი სტრატეგია, რომ უზრუნველეყოთ ყოველი მოსწავლის მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროცესში. ეს კი, დირექტორთა გარკვეული ნაწილისთვის, საკმაოდ რთულად შესასრულებელი აღმოჩნდა.

ონლაინ გაკვეთილის დაგეგმვის შესაძლებლობა, რესურსების შექმნა და მოძიება, კლასის მართვის სტრატეგიების გაცნობა და დახვეწა, მენეჯმენტის რგოლის გაძლიერება, მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება და სხვადასხვა აქტივობით პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდა, _ ეს ის საკითხებია, რომელთა  პრობლემურობა ქმნიდა ბარიერებს, და მნიშვნელოვნად აზიანებდა ინკლუზიური გარემოს შექმნასა და მოსწავლეების თანაბარ პირობებში ჩაყენების შესაძლებლობას.

გამოიკვეთა, რომ რეგიონსა და დედაქალაქს შორის ძირითადი განსხვავება უკავშირდებოდა ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობას. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა რეგიონში უფრო დაბალი იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ გურიის რეგიონში, განსაკუთრებით, მაღალმთიან სოფლებში, ინტერნეტიზაციის პროცესი დაწყებული არ არის; შესაბამისად, მოსწავლეებისა და პედაგოგების დიდ ნაწილს არ ჰქონდა წვდომა ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტთან, გარდა გურიის რეგიონისა, თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და დირექტორების თქმით, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მოსწავლეების და პედაგოგების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა თბილისი, ისინი დაიფანტნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც აგრეთვე არ ჰქონდათ წვდომა ფიქსირებულ ინტერნეტთან.

ამ ბარიერის გადალახვა რესპონდენტებმა საკუთარ სატელეფონო ანგარიშებზე მობილური ინტერნეტის გააქტიურებით სცადეს, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მათი თქმით, მობილური ინტერეტის შეძენა საკმაოდ ძვირია, თანაც, ის პლატფორმები, რომლებსაც დისტანციური სწავლების გახორციელების პროცესში გამოიყენებოდა, საჭიროებდა მეგაბაიტების დიდ რაოდენობას. პედაგოგები აღიშნავდნენ, რომ ისინი ახერხებდნენ მობილური ინტერნეტის გააქტიურებას საკუთარ ანგარიშზე, მაგრამ, რაც შეეხება მოსწავლეებს და, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მშობლებს, მათ ძალიან გაუჭირდათ და ბევრმა ოჯახმა ვერ მოახერხა უზრუნველეყო მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვა შესაბამისი სახსრების არქონის გამო. განსაკუთრებით მოწყვლადი ამ მიმართულებით იყვნენ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახები. რესპონდენტების განმარტებით, გურიის რეგიონის სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ძირითადი შემოსავლის წყარო სეზონური სამუშაოებია; კარანტინის პირობებში კი, მათ ეს შესაძლებლობა დაკარგეს და შესაბამისად, დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ძალიან გაუჭირდათ თანხის გამოყოფა მობილური ინტერნეტისთვის“, _ ამბობს ხატია ჭანიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანთლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი, “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მოსწავლეებისთვის ინტერნეტ პაკეტის შეძენის საკითხი არ განიხილება:

“ამ წლის გაზაფხულზე, ორი თვის მანძილზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ, აღმოსავლეთ ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად, მოხდა  აბიტურიენტებისთვის, მეთორმეტეკლასელებისთვის უფასო ინტერნეტ პაკეტების შეძენა. ამ პროექტში ჩართული იყო ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული და სოციალურად დაუცველი 32 მოზარდი. ასევე, ათობით ბავშვს ინტერნეტპაკეტები შეუძინა ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

ახლაც, ოზურგეთის ყველა საჯარო და კერძო სკოლა, სულ 8 160 ბავშვი, ონლაინ რეჟიმში სწავლობს,“_ ამბობს იმედაშვილი.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი შორენა სიხარულიძე ამბობს, რომ მსგავსი პროექტით ისარგებლეს ჩოხატაურშიც: “პროექტის მონაწილე აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ ინტერნეტის მეშვეობით ჯეროვანი წვდომა ჰქონოდათ ეროვნული გამოცდებისათვის საჭირო მასალებთან; ისინი ჩაერთვნენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საჭირო საგნების მომცველ 2-თვიან ონლაინ კურსში, რომელსაც უძღვებოდნენ გამოცდილი პედაგოგები. ასევე, ისინი ჩაერთვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ დარგობრივ/საგნობრივ უფასო ონლაინ კურსებში. ამ პროექტით წახალისდა  ჩოხატაურში მცხოვრები 28 მოსწავლე.14 მოსწავლეს მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა შეუძინა ინტერნეტპაკეტი. ჯამში,  ჩოხატაურის  საჯარო სკოლების 42 მოსწავლეს გაეწია დახმარება. “

თუ რა კრიტერიუმით შეირჩა მოსწავლეთა ეს კონტიგენტი, პასუხი ზოგადია _ მოსწავლეები, რომელთა მშობლებს ინტერნეტ პაკეტების შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტიძე კი ამბობს, რომ მსგავსი პროექტი ლანჩხუთში არ გახორციელებულა: “ის მოსწავლეები, რომლებიც იყვნენ სოციალურად დაუცველები, არ აპირებდნენ ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას და აქედან გამომდინარე, ორთვიანი უფასო პაკეტებით ამ პროექტის ფარგლებში, არავის უსარგებლია. 25 მოსწავლეს უფასო ინტერნეტპაკეტი შეუძინა დეპუტატმა ნინო წილოსანმა… იყო შემთხვევები, როდესაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დახმარების აქცია ჩაატარეს და დაეხმარნენ იმათ, ვისაც ინტერნეტის თანხა არ ქონდა. ასევე, იაქტიურა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ და მობილიზება გააკეთა, რომ ინტერნეტ პაკეტები შეეძინა ბავშვებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ბევრი ადამიანი ჩაერთო მის წამოწყებულ აქციაში. ასევე, მასწავლებლების ნაწილმა მოსწავლეებს კომპიუტერები ათხოვეს, რომ ონლაინ სწავლის დროს მომხდარიყო მათი ჩართვა სწავლებაში,“ _ გვითხრა ნინო ჩიტაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი: “თვითონ ონლაინ სწავლებას, რაც ხარვეზები აქვს ქვეყნის მასშტაბით, იგივე არის ოზურგეთში. ეს ხარვეზები არის ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის. ჩვენ ამ რეჟიმში ვართ თებერვლიდან, როდესაც დავიწყეთ პირველად ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ინტერნეტი არ არის, ამიტომ, სკოლები იყენებენ სხვადახვა პლატფორმებს, როგორიცაა თიმსი, ზუმი, დახურული ჯუგფები, ამ პლატფორებს დისტანციური სწავლების დროის 65-70% უჭირავთ, დანარჩენ დროს კი ტელეფონით ხდება დაკავშირება და დავალებების მიცემა ისე, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს რომელიმე მოსწავლე. ონლაინ სწავლება არ არის იდეალური გამოსავალი, მაგრამ ეს არის ოპტიმალური ამ შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში.“

კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე განთვსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გურიაში მხოლოდ 8 763 ფიზიკურ პირს და 372 იურიდულ პირს აქვს შეყვანილი ინტერნეტი. ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია “ეარნეტს“, “მაგთიკომს“ და “სილქნეტს“ ყავს.

საქსტატის მონაცემებით კი, საქართველოში, საშუალოდ, მოსახლეობის 21%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა, 38%-ს კი _ კომპიუტერთან.

ამ ეტაპზე, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიაში მიმდინარეობს საპილოტე ქსელის მშენებლობა.  “ოუფენ ნეტის” დირექტორის, მარიამ სულაბერიძის თქმით, რეგიონის 30 000-მდე მოსახლეს მალე შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა ელექტრონული სერვისებით (ინფორმაცია 19 ოქტომბერს http://opennet.ge/-ზე გავრცელდა).

სანამ გურიაში მცხოვრები  ოცდაათი ათასი ოჯახი ინტერნეტს მიიღებს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში, 97 საჯარო და 4 კერძო სკოლაში ჩარიცხული 14 405 მოსწავლეთა უმრავლესობა, ცდილობს მასწავლებელს ტელეფონის ინტერნეტით დაუკავშირდეს. მშობლები ცდილობენ, რომ სატელეფონო ინტერნეტ პაკეტისთვის საჭირო ფული იშოვონ, რომ მასწავლებლები ვირტუალურ სივრცეში თუ ვერა, სატელეფონო ხაზით მაინც დაუკავშირდნენ მათ შვილებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21 დეკემბერი, 2025

რატომ არ მიეწოდება დასავლეთ საქართველოს ბუნებრივი აირი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გაზი არ მიეწოდება _ მიზეზად ავარია სახელდება

ყველა სიახლე

სამართალი

“ორბის” ხელმძღვანელის, კირილე ყალიჩავას სასამართლო სხდომა დასრულდა _ რა გადაწყვიტა სასამართლომ

18:19; 21.12.2025
საზოგადოება

ძალადობა, რომელიც ბავშვს აშინებს, აკნინებს ან ტკივილს აყენებს, არ არის „დისციპლინა“ _ ნონა მუხაშავრია

15:11; 21.12.2025
საზოგადოება

“და­ობ­ლდა ქარ­თუ­ლი პო­ე­ზია” _ ცნობილი ქართველი პოეტი გარდაიცვალა

14:53; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
საზოგადოება

რამდენი ათასი ლარი არის გამოყოფილი ოზურგეთში 180 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური კვებისთვის

14:45; 21.12.2025
ზაფრანი

21 დეკემბერი _ რატომაა ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ წარმატება მოიზიდოთ

14:11; 21.12.2025
სამართალი

“სა­ნამ ცი­ხე­ში არ ამო­ვალ­პობ არ მო­ვის­ვე­ნებ… ან დასჯით ყველა დამნაშავეს, ან…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა მიმართვას ავრცელებს

14:00; 21.12.2025
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი – უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება

13:55; 21.12.2025
საზოგადოება

ავტომაგისტრალებზე არსებული შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა

11:58; 21.12.2025
საზოგადოება

“დღეს ზამთრის მზებუდობაა! მზის ყველაზე მოკლე სამუშაო დღე…”

11:32; 21.12.2025
ფინანსები

2026 წლიდან ხელფასები და პენსია იზრდება _ ვინ რამდენს მიიღებს

10:21; 21.12.2025
საზოგადოება

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

10:04; 21.12.2025
ფეისბუქსტატუსები

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025
ზაფრანი

„დიდი შერკინება“

9:44; 21.12.2025
ზაფრანი

სანდრო ჟორჟოლიანის ცრემლები

9:43; 21.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც…

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო