11 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, ხანძრის შედეგად განადგურდა რიმა კილასონიას საცხოვრებელი სახლი.
დაზარალებულ ოჯახში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ხელისუფლება, ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს, ფინანსურად და სამშენებლო მასალებით დაეხმარება.
(R)