ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან მედიასაშუალებებს წარმოუდგინა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე შედგენილი საჩივარი.
როგორც შარაშენიძემ განაცხადა, შრომის საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ფულის გადაცემის ფაქტი, რასაც, მისივე თქმით, ის ადამიანიც ადასტურებს, ვინც თანხა გადასცა, თუმცა, ამბობს, რომ ფული სხვა რამისთვის იყო განკუთვნილი.
როგორც შარაშენიძემ აღნიშნა არსებობს აღნიშნული ფაქტის ვიდეოჩანაწერი, რასაც უახლოეს დროში მოგვაწვდის.
შარაშენიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება იმ უბნების დარბევას აპირებს, სადაც მერობის დამოუკიდებელი იმარჯვებს.
18 საათზე „ქართული ოცნება“ განცხადებას გააკეთებს.